Saturday, October 13, 2012

1.პროექტის სახელი: თიხა და თიხის ნაკეთობები.
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ თიხის წარმოშობის შესახებ ისტორიას, თუ
რომელ ნაკეთობას რა დანიშნულება აქვს.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ თუ სად მოიპოვება თიხა და როგორ გამო-
იყენება იგი. შეისწავლიან თიხის გამოყენებას. დაამუშავებენ თიხას და მისგან შექმნიან
სხვადასხვა დიზაინით დანიშნულების ნივთებს.
4.მოსწავლეთა კლასი/ასაკი: მე-7 კლ. 12-წლის.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3-თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას თიხის უძვე-
ლეს ტრადიციებზე და მის გამოყენებაზე. გაიცნობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და
მის თავისებურებებს.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომს,
ვიდეო მასალას, გამოფენებს, პრეზენტაციებს. ესტუმრებიან ადამიანებს რომლებიც მუშაობენ
თიხის ნაკეთობებზე. მოეწყობა ექსკურსიები იმ რეგიონებში სადაც მოიპოვება თიხა.
8.სამუშაო ენა: ქართული.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება,კერა-
მიკა, ხატვა, ქართული, ისტორია.
10.პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ვარლამქაჯაია. მარტვილის რაიონის სოფ. ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის პედაგოგი.
11.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:varlamqajaia@.gmail.com

No comments:

Post a Comment